Maximum Games-მა გამოაცხადა საბოლოო გამოსვლის თარიღი თამაშისა Road Rage რომელიც ალბათ თამაშის გაცნობისთანავე მოგაგონებთ ცნობილ რეტრო თამაშს Road Rush-ს.

როგორც იცით თამაში თავდაპირველად უნდა გამოსულიყო 2016 წლის ნოემბრის თვეში,ახლა კი ცნობილია რომ თამაში გამოვა 24 აგვისტოს  PC,PS4 და Xbox One პლათფორმებზე.

თამაშში მოქმედება ხდება ქალაქში რომლის ყველა კუთხე სავსეა კანონდამრღვევი ადამიანებით,მოთამაშეებს კი მოუწევთ გვერდი გვერდ ბრძოლა საკუთარ დაჯგუფებასთან ერთად.

თამაშის დაწყებისთანავე მოთამაშეები მიიღებენ პერსონაჟის და მოტოციკლის საკუთარი სურვილით შექმნის შესაძლებლობას.ამის შემდეგ კი თქვენ მოგიწევთ საკუთარი რეპუტაციისათვის ბრძოლა თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ძალებით და იარაღებით.

როგორც შემქმნელები იუწყებიან თამაშში ხელმისაწვდომი იქნება ასობით მისია როგორც სიუჟეტური ასევე გვერდითი ხაზის.თამაშში იქნება სხვადასხვა საინტერესო რეჟიმები, სტანდარტული რბოლები,გადაზიდვის მისიები და ჯგუფურად ესკორთით მოძრაობის რეჟიმი.ეს ყველაფერი კი ხელმისაწვდომი იქნება არაჩვეულებრივ ღია სამყაროში სადაც თვენ შესძლებთ შექმნათ საკუთარი ისტორია ორ ბორბალზე.

Author George404
Published
Views 129

კომენტარები

კომენტარები არ არის

Leave a Reply