ჩვენს შესახებ



რა არის ვენატუსი? ვინ ვართ და საიდან მოვედით?

ვენატუსი დაარსდა 2013 წელს ენთუზიაზმით აღსავსე გეიმერების მიერ. ჩვენი მიზანია საქართველოში გეიმინგის და პოპ-კულტურის განვითარება. თავდაპირველად ეს ჩვენთვის უბრალო ჰობი იყო და თავისუფალ დროს ვუთმობდით სამოყვარულო ვიდეოების კეთებას, მოგვიანებით კი სერიოზულად შევუდექით ჩვენ ქვეყანაში სტერეოტიპების მსხვრევას. ვავრცელებთ სიახლეებს და ვაწარმოებთ ვიდეოებს ჩვენი მაყურებლისთვის. ასევე ვეხმარებით სხვა კომპანიებს და ორგანიზაციებს ღონისძიებების ჩატარებაში რომელიც ამ სფეროს ეხება.