The Avengers Project.

სტუდია Crystal Dynamics-მა (Tomb Raider (2013), Rise of the Tomb Raider) გამოაცხადა ვაკანსიები სპეციალური პოზიციებისთვის, რითაც მან შესაძლოა გამოამჟღავნა დეტალები Marvel’s Avengers პროექტის შესახებ.

სტუდიამ შემდეგი განცხადება გააკეთა :

პოზიცია : წამყვანი ლეველ-დიზაინერი (Lead Level Designer).

Crystal Dynamics ეძებს გამოცდილ წამყვან ლეველ-დიზაინერს საიმისოდ, რომ შევქმნათ სახალისო და უნიკალური ონლაინ გამოცდილებები. … მათ მოუწევთ, უხელმძღვანელონ სხვა დეველოპერებს მრავალი საინტერესო რეჟიმისა და კამპანიის შესაქმნელად. (ე.ი. შესაძლოა single-player და/ან კოოპერატიული რეჟიმებიც ვიხილოთ)

პოზიცია : საბრძოლო სისტემის დიზაინერი. (Combat Systems Designer)

საბრძოლო სისტემის დიზაინერს, მთავარ დიზაინერთან ერთად, ევალება დაგეგმოს, გამოსცადოს და ააგოს საბრძოლო სისტემები, რომლებიც პირდაპირ მიესადაგება მესამე პირის (3rd Person) cover-based action-adventure თამაშებს.(ე.ი. პროექტს 3rd Person Shooter ელემენტებიც ექნება)

პოზიციის მოთხოვნები:

იხელმძღვანელოს ჩვენი multiplayer ძრავით

მუდამ გააუმჯობესოს ჩვენი ონლაინ გამოცდილება

დაეხმაროს დიზაინერებს multiplayer ფუნქციებთან

ამ განცხადებიდან შეგვიძლია რამდენიმე საინტერესო დეტალი ამოვიკითხოთ. უპირველეს ყოვლისა, Marvel’s Avengers იქნება ონლაინზე ორიენტირებული პროექტი(a la DC Universe Online), შესაძლო კოოპერატიული და/ან single-player რეჟიმებითაც.

Avengers #Reassemble.

თვით თამაშის ჟანრს რაც შეეხება – აქ, როგორც ჩანს, ჩვენ ვიხილავთ 3rd Person Shooter ელემენტებს – წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთხსენებული cover სისტემა არც იქნებოდა საჭირო. Marvel-ის სუპერგმირების გათვალისწინებით, პრაქტიკულად გარდაუვალია melee საბრძოლო სისტემაც.

ამ ეტაპზე ღირს გავიხსენოთ რამდენიმე ცნობილი დეტალი  – The Avengers Project-ზე მუშაობს ორი სტუდია : Crystal Dynamics  და Eidos Montreal (Deus Ex : Human Revolution, Deus Ex : Mankind Divided). ამ ორი სტუდიის წინა თამაშების გათვალისწინებით, პროექტში შესაძლოა გარკვეული სტელს-სისტემა (რაც სავსებით ლოგიკური ჩანს) და RPG ელემენტებიც კი ვიხილოთ .

თვით Crystal Dynamics-ის ვებგვერდზე წავიკითავთ, რომ თამაშს ექნება “სრულიად ორიგინალური სიუჟეტი”. ეს მეტ დამაჯერებლობას მატებს იმ აზრს, რომ თამაშს single player კამპანიაც ექნება.

Avengers #Reassemble.

ვებგვერდზე ნახსენებია აგრეთვე, რომ თამაშს ექნება ისეთი სამყარო, რომელშიც გეიმერები “მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებენ”. ჩვენ ისიც ვიცით, რომ Marvel-ს და Square Enix-ს მრავალწლიანი კონტრაქტი აქვთ. სავარაუდოდ, აქ იგეგმება თამაშების გაზიარებული Marvel სამყარო (კინოსამყაროსგან დიდი აბლათობით დამოუკიდებელი).

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ადრე დადებული ანონსის ტრეილერი. დააკომენტარეთ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი – რას უნდა მოველოდოთ ამ პროექტისგან?

Author Judge Rez
Published
Views 164

კომენტარები

კომენტარები არ არის

Leave a Reply