Pennywise.

სტივენ კინგის “It “-ის რიგით მეორე ადაპტაცია ეს-ესაა გამოვიდა დიდ ეკრანზე, მაგრამ რას ამბობენ განმხილველები? It არის როგორც ჰორორი, ასევე ე.წ. coming-of-age დრამა, რომლის ტრეილერმა შეიძლება დაგიტოვოთ 80-იანების სტილში შესრულებული Super 8-ის ან Stranger Things-ის  შთაბეჭდილება. (აღსანიშნავია,რომ აქ მონაწილეობს Stranger Things-ის ვარსკვლავი, ფინ ვოლფჰარდიც)

The Loser’s Club.

It-ის მთავარ გმირებს წარმოადგენენ ე.წ. “The Loser’s Club”-ის წევრები, რომელთა ისტორია ვითარდება 1989 წლის ზაფხულში. ისინი მხოლოდ ცდილობენ ხალისიანად და უდარდელად დაისვენონ, მაგრამ ყველაფერი წყდება, როდესაც მათ პატარა ქალაქში ბავშვები ნელ-ნელა ქრებიან და ლუზერების კლუბს კლოუნ Pennywise-თან დაპირისპირება მოუწევს.

ფილმი Metacritic-ზე ჯერჯერობით 70/100 ნიშანზე დგას და Rotten Tomatoes-ზე აქვს 89%-იანი მოწონება. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ It საკმაოდ სოლიდური რიმეიკია.

One, two. Pennywise’s coming for you…

კრიტიკოსებს მოეწონათ ფილმის არაერთი ასპექტი – ორიგინალთან შედარებით (რომელიც წარმოადგენდა 2-ეპიზოდიან მინი-სერიალს და რომლის მოქმედებები 60-იანებში ვითარდებოდა) მეტი და საკმაოდ ეფექტური “Jumpscare” მომენტები, ფილმის ტონი და მთავარი პერსონაჟები. ის იჭერს იმ 80-იანების სტილის მომენტებს, რომლებმაც Stranger Things-ს პოპულარობა მოუპოვეს.

ამიტომაც, თუ ჰორორების ფანი ხართ ან 80-იანების ნოსტალგიის გწყურიათ (ან თუ კლოუნების ფობია გაქვთ), გირჩევთ ეს ფილმი არ გამოტოვოთ. ეს გამოიყურება, როგორც სტივენ კინგის წიგნების ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაცია.

Author Judge Rez
Published
Categories Uncategorized
Views 161

კომენტარები

კომენტარები არ არის

Leave a Reply