Sunday, February 12, 2017

GTA IV-ის თამაში "უკუშეთავსებით" Xbox One-ზე შეგეძლებათ



ყველასათვის საყვარელი GTA IV-ის და მისი ორი დამატების თამაში "უკუშეთავსების" წყალობით უკვე Xbox One-ზე შეგეძლებათ.

რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე, Rockstar-მა ეს ყველაფერი დაანონსა და უკვე გუშინ, შესაძლებელი გახადა Xbox One-ს მომხმარებლისათვის, რომ ამ შესანიშნავი თამაშით ესიამოვნათ.

Xbox One-ის მფლობელებს უკვე შეუძლიათ Microsoft Store-დან გადმოწერონ თამაში, ან უბრალოდ შეიძინონ დისკი. ასევე შესაძლებელი იქნება დამახსოვრებული პროგრესის Xbox 360-იდან გადმოკოპირება.

ამის აღსანიშნავად, Rockstar-მა გააკეთა დიდი გათამაშება, სადაც შეგიძლიათ მოიგოთ თამაშის მაისურები და აქსესუარები.

რეკლამა