Sunday, February 19, 2017

წელს Blizzard-ის თამაშები შეწყვეტენ Windows Vista-სა და XP-ს მხარდაჭერას

დროა აპგრეიდისთვის

        Blizzard-მა განაცხადა, რომ შედარებით ძველ ოპერატიულ სისტემებს, Windows XP-სა და Windows Vista-ს, მხარდაჭერა შეუწყდება მისი თამაშებისგან -  World of Warcraft, StarCraft II, Diablo III, Hearthstone და Heroes of the Storm (როგორც ცნობილია, Overwatch ისედაც არ უჭერდა მხარს ამ OS-ებს) .
ოპერატიული სისტემების ხვედრითი წილი. წყარო : Wikipedia
       
        Windows-ის ახალი ვერსიები 8-დან დაწყებული შედარებით სწრაფი ტემპით გამოდიოდა. 2012 წელს - Windows 8, 2013 წელს - Windows 8.1, 2015-ში კი Windows 10. ეს უკანასკნელი მომხმარებლებს მოეწონათ და  გამოსვლიდან 1 წლის განმავლობაში ის უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. ამ ფაქტების წყალობით 10 მალე გაიზარდა პოპულარობაში, ჩაანაცვლა ძველი სისტემები და დღეისთვის არის მეორე ადგილზე ხვედრითი წილის მიხედვით.

Windows 10-ის ახალი ინტერფეისი

        Blizzard-მა თავისი განცხადების თაობაზე შემდეგი კომენტარი დატოვა :

იმის შემდეგ, რაც ამ ოპერატიულ სისტემებს მხარდაჭერა შეუწყდება, თამაშები მათზე ვერ იმუშავებს, ამიტომაც ჩვენ ვურჩევთ ამ ძველ OS-ების მომხმარებელ მოთამაშეებს აპგრეიდის გაკეთებას. ჩვენ ამ ცვლილებებს თითო თამაშისთვის განსხვავებულ, განკუთვნილ დროზე გავაკეთებთ და ,როგორც კი მოახლოვდება თითო თამაშისთვის სათანადო დრო, წინასწარ შეგატყობინებთ. 
        სხვა OS-ზე გადასვლა ყველა გეიმერისთვის რეალურად კარგი არჩევანი იქნებოდა, რადგანაც ეს მხარდაჭერის შეწყვეტის ტენდენცია არამარტო Blizzard-ს ახასიათებს. ახალი ვერსიების რეცენზიის თაობაზე, შესაძლოა Windows 10 თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იყოს.

სხვა ამბები : Kona-ს ვიხილავთ PS4-ზე           Mass Effect : Andromeda-ს ახალი ტრეილერი         The Purge-ის მეოთხე ნაწილი    

რეკლამა