Monday, January 30, 2017

თამაშების შემქმნელების რეაქცია დონალდ ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვისადმი

      პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა იყოს ა.შ.შ.-ს ისტორიაში ყველაზე კონტროვერსალური - მის გამარჯვებას არჩევნებში და შემდგომ ინაუგურაციას თანაბრად არ მოკლებია არც მხარდაჭერა და არც ოპოზიცია. ტრამპის პრეზიდენტობის პირველი კვირა შესაძლოა იყოს ა.შ.შ.-ს ისტორიაში ყველაზე მოვლენებით აღსავსე და მის ერთ-ერთ უახლეს გადაწყვეტილებას თამაშების შემქმნელებისგან საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

         #1 პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას საიმიგრაციო აკრძალვაზე


      ჯერ განვიხილოთ, რა იყო ეს გადაწყვეტილება - ეს არის დროებითი აკრძალვა ლტოლვილთა მიღებაზე. 120 დღის განმავლობაში ყველა ლტოლვილის მიღება იქნება აკრძალული. სირიელი ლტოლვილების მიღება განუზღვრელი დროით აიკრძალება. ასევე, 7 საშიშროებით სავსე მუსულმანური ქვეყნის (ერაყი,ირანი,სირია,სომალი,სუდანი,ლიბია და იემენი) მოქალაქეებს, ვიზის კატეგორიის მიუხედავად, აეკრძალებათ ა.შ.შ.-ში შესვლა (90 დღის მანძილზე). უფრო მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ The Atlantic-ზე.
       ახლა კი შემქმნელთა რეაქციას რაც შეეხება, ეს იყო უმეტესად indie დეველოპერების მხრიდან. ნიდერლანდული სტუდია Vlambeer-ის(Luftrausers, Nuclear Throne, Ridiculous Fishing) თანადამფუძნებელმა, რამი ისმაილმა, შემდეგი კომენტარები გააკეთა :
 






       სტუდიის Twitter ფეიჯზე კი მოხდა შემდეგი განცხადება - შემდეგი 12 საათის განმავლობაში მიღებული შემოსავალი გადაეცემა ACLU-ს (American Civil Liberties Union) ამ აკრძალვის საწინააღმდეგოდ.


      Dots-ის მინიმალისტური პაზლის სერიის შემქმნელებმაც (Playdot) გამოთქვეს ოპოზიცია საიმიგრაციო აკრძალვის წინააღმდეგ. 


       Kentucky Route Zero-ს შემქმნელმა, სტუდია cardboard computer-მაც მხარი დაუჭირა ACLU-ს და გამოაცხადა KRZ-ს 50%-იანი ფასდაკლება და რომ მიღებული თანხა ACLU-ს გადაეცემა.


      GDC-ს (Game Developers' Conference) ოფიციალურ Twitter ფეიჯზეც გამოიხატა პროტესტი ტრამპის ქმედებების წინააღმდეგ და იმათთვის, ვინც გეგმავდა მოსვლას და აკრძალვის შედეგად ვერ მოახერხებს, თანხის ანაზღაურება არის დაპირებული.


      ახლახანს გამოსული 2064 : Read Only Memories-ის შემქმნელებმა კი ძალიან უხეში ტვიტი გამოაქვეყნეს. 



      პ.ს. ჩვენ სტატიის დასაწყისში ვცდილობდით, რაც შეიძლება ნეიტრალური(მიუკერძოებელი) სტატიები მოგვეძებნა. თუ გინდათ იყოთ რეალურად ინფორმირებულები, გირჩევთ ერთი შეხედვით არ ჩამოიყალიბოთ პოლიტიკური აზრები - მოიძიეთ ინფორმაცია და ნუ დაიჯერებთ ამა და იმ აზრს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ბევრი იზიარებს.



რეკლამა