Sunday, October 9, 2016

გამოვიდა Marvel's Iron Fist-ის ტიზერ ტრეილერი

   
    Marvel-მა ნიუ იორკის Comic Con - ზე დადო თავისი მომავალი სერიალის - Iron Fist-ის ტრეილერი. ეს იქნება The Defenders-ის გმირებისთვის მეოთხე სოლო-სერიალი.
    შეგახსენებთ, ტიტულარული გმირის როლს თამაშობს Game of Thrones-ის ვარსკვლავი ფინ ჯოუნსი. ბრუნდება ასევე MCU-ს ხშირი სტუმარი როზარიო დოუსონი (როგორც კლერი).
    თავად "ცოცხალი იარაღის" (იგივე Iron Fist) შესახებ ამას მოგახსენებთ : მისი ნამდვილი სახელია დენიელ რენდი და ის არის მილიარდერი , Rand კომპანიის მფლობელი, რომელმაც 15 წლიანი გაუჩინარების შემდეგ გადაწვყიტა New York-ში დაბრუნება. მას მოუწევს ხელახლა გახდეს კომპანიის მფლობელი და პარალელურად მიაწვება კრიმინალთან ბრძოლას. ის გაწრთვნილია საბრძოლო ხელოვნებაში და შეუძლია დარტყმისთვის დააფოკუსიროს თავისი "ჩი", როგორც ტრეილერში ნახავთ.
    Iron Fist-ის პრემიერა შედგება 2017 წლის 17 მარტს. ტიზერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ.


  

რეკლამა