Thursday, September 1, 2016

Gran Turismo Sport-ის რელიზმა გადაიწია 2017 წლამდე.



  რამოდენიმე საათის წინ Kazunori Yamauchi-მ რომელიც შემქმნელია ყველასათვის ცნობილი სარბოლო სიმულატორისა Gran Turismo, Playstation-ის ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია რომ Gran Turismo Sport-ის რელიზი გადატანილია 2017 წლისთვის.

როგორც იცით თამაში უნდა გამოსულიყო ამა წლის 16 ნოემბერს თუმცა როგორც ჩანს მწარედ შეგვაცდინეს.ალბათ ადვილად პროგნოზირებადი იყო რელიზის გადატანა რადგან როგორც გამოცდილებიდან ვიცით  იმ თამაშების უმრავლესობა რომლებიც მაღალი ხარისხით იქმნება სწორედ ასეთ ბედს იზიარებენ ხოლმე და გეიმერებს ასე აწვალებენ,თუმცა თუ თამაშმა გაამართლა მაშინ ამ შემთხვევაში ცდა ნამდვილად ღირს,კონკრეტულად Gran Turismo-ს სერიებს რაც შეეხება როგორც იცით ყოველი შემდეგი სერია რაც აქამდე გვინახავს მის წინა მორბედზე უკეთესი იყო და Gran Turismo Sport-იც არ იქნება გამონაკლისი.
სერიის შემქმნელი Kazunori Yamauchi-ის სითყვები: “ჩვენ არ გვსურს რომ თამაშის ხარისხს რაოიმე საფრთხე შეექმნას და სწორედ ამით აიხსნება თამაშის დაგვიანებით გამოსვლა.
Yamauchi-ს თქმით ახალი ნაწილი იქნება საუკეთესო მთელს სერიებს შორის.

თამაშის გამოსვლის კონკრეტული თარიღი არ სახელდება.

რეკლამა