Thursday, August 25, 2016

Sony-მ გამოაცხადა PlayStation Now PC-სთვის


    Sony-მ ახლახანს დააანონსა, რომ მისი სტრიმინგის სერვისი PlayStation Now მალე PC-სთვის იქნება ხელმისაწვდომი. თავიდან ევროპაში, მოგვიანებით კი ჩრდილოეთ ამერიკაში.
    PS Now-ს თვიური გადასახადი შეადგენს £12.99-ს .სტრიმინგი ჯერჯერობით ხელმისაწვდომია PS3,PS4 და Vita-ზე. მათ გარდა, Sony-ს Blu Ray მოწყობილობებსა და Bravia ტელევიზორებზე. სერვისის კოლექციაშია ჯერჯერობით 400+ PS3-ის თამაში, მათ შორის ექსკლუზიური სერიები : Ratchet & Clank , Uncharted , God of War, Killzone და მეტი.
   PlayStation Now-ის სისტემური მოთხოვნებია :
  • Windows 7 (SP1), 8.1 or 10
  • 3.5 GHz Intel Core i3 or 3.8 GHz AMD A10 or faster
  • 300 MB or more; 2 GB or more of RAM
  • Sound card; USB port 
ამათ გარდა, რეკომენდირებულია 5 მბ/წმ ინტერნეტის სიჩქარე. სერვისის PC-ზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რეკლამა