Tuesday, August 23, 2016

Capcom-მა Resident Evil 4-ის განახლებული ვერსიის გეიმფლეი წარმოადგინა.



  გასულ თვეს Capcom-მა განაცხადა რომ, მისი ერთ-ერთი პოპულარული თამაშის Resident Evil-ის ერთ-ერთი ძველი მაგრამ დღემდე ყველასთვის უსაყვარლესი 4 ნაწლი მალე ახალი თაობის კონსოლებისთვის PS4 და Xbox One-სთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი,ცოტა ხნის წინ კი კომპანიამ გაავრცელა ორი მცირე ხანგრძლივობის გეიმფლეი.

პირველ ვიდეოში ნაჩვენებია თამაშის დასაწყისი ,სოფელი საიდანაც იწყებს ლეონი პრეზიდენტის დაკარგული ქალიშვილის ძებნას,ხოლო მეორე ვიდეოში კი უკვე პრეზიდენტის ნაპოვნ ქალიშვილთან ერთან ებრძვის ზომბებს.თამაშს ექნება 1080p გაფართოება და 60 კადრი წამში რაც თამაშს ნამდვილად ლამაზად წარმოაჩენს.განახლებული ვერსია სრულად მიიღებს ყველა იმ დამატებას რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ორიგინალ ვერსიაზე.

Resident Evil 4 პირველად 2005 წლის 11 იანვარს გამოვიდა და დღეის მდგომარეობით ის ხელმისაწვდომია შემდეგ პლათფორმებზე: GameCube, PlayStation 2, Microsoft Windows, Wii, Zeebo, iOS, PlayStation 3, Xbox 360, Android, PlayStation 4, Xbox One

განახლებული ვერსია გამოდის 30 აგვისტოს PlayStation 4 და Xbox One პლათფორმებზე.უკვე შესაძლებელია თამაშის შეკვეთა PS Store-სა და Xbox Store-ში.









რეკლამა