Tuesday, August 23, 2016

Allison Road, P.T. სტილის ჰორორი, ბრუნდება

   იმის შემდეგ, რაც კოჯიმამ დააანონსა (და შემდგომ გააუქმა) Silent Hills, ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა მსგავს პროექტზე მუშაობის სურვილი. მათგან ერთ-ერთი იყო კრისტიან კესლერი, დეველოპერთა ჯგუფ Lilith-ის (ყოფილი) წევრი, რომლის იდეაც იყო Allison Road.
    თამაში თავიდან დაიწყო , როგორც Kickstarter პროექტი, შემდგომ კამპანია გაუქმდა და Lilith (კესლერთან ერთად) შეუერთდა Worms-ის სერიის შემქმნელებს, Team17-ს. ივნისის დასაწყისში გამოცხადებული იყო პროექტის გაუქმება, რამაც ბევრს იმედები გაუცრუა.
    თუმცა, საბედნიეროდ, კრისტიანმა ძალები მოიკრიბა, იდეა დახვეწა და ახლახანს დაადასტურა, რომ Allison Road-ზე მუშაობას გააგრძელებდა. მისი (ჯერჯერობით 2-კაციანი) ახალი სტუდიაა Far From Home.
     წარმატებას ვუსურვებთ კესლერს და იმედი გვაქვს, რომ Allison Road ჰიტი იქნება. თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გამოვა, აქვე გაცნობებთ.

რეკლამა