Friday, July 15, 2016

"Pokemon GO" თამაში რომელიც ქანცს გაგაძრობთ.



  Pokemon GO თამაში რომელმაც გამოსვლის დღიდან ინტერნეტ სივრცე და ქალაქის ქუჩები დაიპყრო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.თამაში რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა და უკვე მოხსნა რეკორდი. ვისაც არ გინახავთ თამაში გეტყვით რომ თქვენი მოვალეობა თამაშში არამხოლოდ მობილურის ეკრანზე თითების ტყაპუნი არამედ რეალურად თამაშის პროცესში ჩაბმაა.თამაშის პროცესში თქვენს მობილურის ეკრანზე ქალაქის ქუჩების სხვადასხვა ადგილებში ჩნდებიან სხვადასხვა პატარა Pokemon-ე არსებები, თქვენი მოვალეობა კი მათი მოძებნაა და რათქმაუნდა არა მობილურში არამედ რეალურად ქალაქის ქუჩებში.

თამაში აშშ-ში 12 ივლისს გამოვიდა და გამოსვლის დღიდან მოსახლეობის 7-მა პროცენტმა ითამაშა რაც 23 მილიონ ადამიანს შეადგენს.მოქალაქეები აღნიშნავენ რომ ყოველდღიურად ხედავენ ადამიანებს რომლებიც თავქუდმოგლეჯილები დაეძებენ ქალაქის ქუჩებში ამ საოცარ არსებებს.
თამაში უკვე გახდა ყველაზე მასშტაბური მობილური პროექტი ამერიკის ისტორიაში.


რეკლამა