Friday, July 8, 2016

Evolve გახდა Free to Play, ტრეილერი

   Evolve , როგორც ყველამ იცის, იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა ,ბევრი გეიმერის თვალში, საკუთარ პოტენციალს, სამწუხაროდ, ვერ მიაღწია. Titanfall-ის მსგავსი კრიტიკა შეხვდა - აკლდა მრავალფეროვნება და კონტენტი. ხშირ უკმაყოფილებას იწვევდა ასევე სერვერული პრობლემები.ამ ფაქტორების შედეგად მოთამაშეთა ბაზა შევიწროვდა.
   ცოტა ხნის წინ დეველოპერებმა დააანონსეს Evolve Stage 2 . ახალი მოდელი (Free to Play) არ არის ერთადერთი ცვლილება. ამ განახლებას ექნება ყველა გამოსული DLC (მონსტრებისა და მონადირეების დიდი რაოდენობით), რომლის გახსნა გეიმერებს უფასოდაც შეეძლებათ. გაუმჯობესებულია ასევე HUNT რეჟიმი, რუკები და პერსონაჟთა მონაცემები.
   Stage 2 ჯერჯერობით ბეტა ვერსიაშია. შეგიძლიათ იხილოთ ტრეილერი და დააკვირდეთ ცვლილებებს.

 

რეკლამა