Wednesday, July 13, 2016

Brawlout - ახალი Super Smash Bros-ტიპის თამაში (PC, XONE,PS4)

   დღევანდელ ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად დომინირებენ სერიოზული თემატიკის მძაფრ-სიუჟეტიანი თამაშები, იშვიათად ვხედავთ Fighter Platformer-ის ჟანრის წარმომადგენლებს.(Super Smash Bros, PlayStation All-Stars,...). ასეთია ახლახანს დაანონსებული Brawlout.
   ეს არის ფერადი, მხიარული და "lighthearted" საბრძოლო პლატფორმერი. მისი ჟანრის ტრადიციის თანახმად, აქაც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ 2-8 მოთამაშიან მატჩებში.
   იქნება აგრეთვე პერსონაჟის პროგრესიის(ალბათ MOBA-ს ნაირი) სისტემა - თავიდან გექნებათ ძირითადი მოძრაობები, დროის განმავლობაში კი გახსნით სპეციალურ შესაძლებლობებს, კომბოებს და მაღალი დონის მოძრაობებს.
   შემქმნელები გვპირდებიან მრავალფეროვან პერსონაჟებს და საბრძოლო სტილებს. "Grappling Hook"-ით ოპონენტების მიზიდვიდან ("Get over here!") დაწყებული მათი გაყინვით (a la Sub-Zero) დამთავრებული. თითო პერსონაჟის განვითარებას განსაზღვრავს მისი "Rage" მეტრი.
   შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ ტრეილერი და დატკბეთ სკრინშოტებით :






რეკლამა