Tomb Raider 2-ის რიმეიკის Main Menu.

არსებობს მომენტები, როდესაც თამაშის ფანები მოლოდინებს აჭარბებენ და Tomb Raider : The Dagger of Xian-ის შემთხვევაშიც მითუმეტეს ასეა. Unreal Engine 4-ში დამზადებული Tomb Raider 2-ის რიმეიკი რეალურად სანახაობაა, და უკვე შეგიძლიათ უფასოდ გამოსცადოთ კიდეც.

Take a deep dive.

დემო დაახლოებით 1-საათიანია და გააჩნია შემდეგი მოთხოვნილობები :

  • Windows 7 ან ზევით (64 ბიტიანი სისტემები)
  • ვიდეობარათი, რომელსაც DX11-ის მხარდაჭერა აქვს
  • 4 Gb RAM (რეკომენდირებულია 8 Gb)
  • 6 Gb სივრცე დისკზე

შემქმნელი Crystal Dynamics პროექტს სავარაუდოდ ხელს არ შეუშლის (თუ კომერციული არ გახდა, რათქმაუნდა). როგორც დაინახავთ, პროექტში გვხვდება გაუმჯობესებული ტექსტურები, განათება, წყლის ფიზიკა და მეტი. საკმაოდ შთამბეჭდავია.

დემო შეგიძლიათ აქედან გადმოიწეროთ. ქვემოთ კი იხილოთ გეიმპლეი ვიდეო უმაღლეს სეტინგებზე და სკრინშოტებიც. Enjoy!

 

Author Judge Rez
Published
Views 248

კომენტარები

კომენტარები არ არის

Leave a Reply